|
2018-05-16 17:28:10, 1496 ნახვა
კომენტარი
უმრავლესობის დეპუტატი: ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და ამას წარმოაჩენენ ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად
„დღეს ქვეყანაში ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და ამას წარმოაჩენენ ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოზარდ თაობას ერთმანეთის მიმართ დაუნდობლობისა და შეუწყნრებლობისაკენ გახშირებული ძალადობა და განქორწინებები უბიძგებს. ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ყოველგვარი ბოროტების სათავე, სულიერი გაუნათლებლობაა და ვითარების გამოსასწრებლად საჭიროა სასულიერო პირების ჩართვა ბავშთა აღმზრდელობით და საგანმანათლებლო საქმიანობაში, რათა ისინი ჭეშმარიტ ქრისტიანებად აღიზარდონ. „მიმდინარეობს ყალბი ფასეულობების პროპაგანდა. ახალგაზრდებს თავს ახვევენ გარყვნილ და უზნეო ცხოვრების წესს. სატელევიზიო სივრცე სავსეა ძალადობრივი ფილმებითა და სიუჟეტებით. მშობლები ვეღარ იცლიან შვილებისთვის. ისინი აღარ ურთიერთობენ ბავშვებთან. ქვეყანაში მოშლილია უფროს-უმცროსის პატივისცემა. გახშირებულია ოჯახში ძალადობა და განქორწინებები, რაც პირდაპირ უბიძგებს მოზარდ თაობას ერთმანეთის მიმართ დაუნდობლობისა და შეუწყნარებლობისაკენ. ამ პრობლემას, ვერვ წარმოდგენილი კანონპროექტებით და ვერც კანონების გამკაცრებით ვერ გადავჭრით. ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის, რომ ბავშვებს სკოლიდანვე ვსწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა, სიკეთის კეთება და გაჭირვებული ადამიანების თანადგომა და რაც მთავარია, ბავშვები აღვზარდოთ ჭეშარიტ ქრისტიანებად. სადაც ქრისტეა იქ სიყვარული და სიკეთეა. შეუძლებელია და შეუთავსებელია იყო ქრისტიანი და ამავე დროს მკვლელი და მოძალადე. ამიტომ სასულიერო პირებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ბავშთა აღმზრდელობით და საგანმანათლებლო საქმიანობაში, რადგან არც მანდატურებს და არც ფსიქოლოგებს არ ძალუძთ აგრესიისგან დაცლა. ეს მხოლოდ ეკლესიას ხელეწიფება. სხვაგვარად ვერ შევძლებთ ამ მდგომარეობის გამოსწორებას, რადგან ყოველგვარი ბოროტების სათავე სულიერი განათლების სიმცირეშია“,- აღნიშნა ერქვანიამ. დეპუტატმა მოსახლეობას „ოჯახის სიწმინდის დღეც“ მიულოცა. მისი თქმით, ოჯახის სიწმინდის დაცვა ძლიერი სახელმწიფოს საწინდარი და ქვეყნის გადარჩენის გარანტიაა. „ამ დღის აღნიშვნა მნიშველოვანია იმ ფონზე, როდესაც ოჯახის სიწმინდის, რწმენის, ზნეობისა და ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს“, - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.
„ექსპრესნიუსის“ რედაქცია ჰომოფობიურ განცხადებებს ემიჯნება.
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)