03:35 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 20:34:42, 1588 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო 17 მაისის ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით განრიგს აქვეყნებს.

როგორც საპატრიარქო იუწყება,  10:00 საათიდან დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, ხოლო 11:30 საათიდან მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან.
მათივე ცნობით, 12:00 საათიდან დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან. 

12:00 საათზე პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი  ოჯახები.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, 13:00 საათზე ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადაიხდიან სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics