08:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 13:24:01, 1369 ნახვა

კომენტარი
ლიპარტელიანი: პოლიტიკა არ გვმართავს, სუფთა ხელებით მოვედით - ნუ გაწირავენ ქართულ ძიუდოს

ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანია ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

როგორც ლიპარტელიანმა ძიდუსო ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სპორტმენები ქევხიშვილისგან გონივრული გადაწყვეტილების მირებას ელოდებიან.

მისივე თქმით, ყრილობაზე სპორტსმენები არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ დასწრების უფლება ჰქონდათ. ლიპარტელიანმა განმარტა, რომ დელეგატებმა მათი პოზიცია მოისმინეს, თუმცა კითხვებზე პასუხი არ გასცეს.

"ადგილზე, რომ მივედით ვიცოდით, რომ დასწრების უფლება გვქონდა, თუმცა არ გვიშვებდნენ. ჩვენ ვეხვეწეთ და რამდეჯერმე თხოვნით მივმართეთ, რომ შევსულიყავით. ჩვენ არ გამოვდივართ პირადი ინტერესებიდან, ჩვენ გამოვდივართ ხალხის ინტერესებიდან. ეს ფედერაცია არ არის ერთი ადამიანის, ის არის ხალხის და ხალხის ფულით ფინანსდება. ჩვენ შევედით, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ყველა იქ შეკრებილს ვთხოვეთ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. ქევხიშვილი უნდა გადადგეს და მის კაცურ საქციელს ველოდებით. ნუ გაწირავენ ქართულ ძიუდოს, ნუ მიიყვანენ სავალალო მდგომარეობამდე. ეს იყო ჩვენი თხოვნა, პასუხი არ მიგვიღია - გვითხრეს, რომ პასუხს ყრილობის ჩატარების შემდეგ გაგვცემენ. ვთხოვთ ყველას ვისაც ძიუდოზე გული შესტკივა და სიტყვის თქმა გეთქმით - ნუ დაგვღუპავთ და გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი პრობლემა. არანაირი ძალა ჩვენ არ გვმართავს, არანაირი პოლიტიკა არ გვმართავს - აქ სუფთა ხელებით მოვედით. დაუდექით ქართულ ძიუდოს გვერდში. სამომავლო გეგმებს ახლო მომავალში გაიგებთ", - განაცხადა ლიპარტელიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics