08:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 11:08:52, 1470 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე არ ადასტურებს, რომ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე არ ადასტურებს, რომ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.

ბაქრაძის განმარტებით, პარტიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

რაც შეეხება იმას, შევა თუ არა "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში რეზიდენციაში, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ "პრეზიდენტის ადგილი პრეზიდენტის სასახლეშია".

"საუბარი არ არის ფართზე ან შენობაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ თუ საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუციებს ეკუთვნის შესაბამისი პატივისცემა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ადგილი არის პრეზიდენტის სასახლეში და მე მგონი, ეს თემა ერათხელ და სამუდამოდ დახურული უნდა იყოს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics