|
2015-05-24 17:26:53, 1103 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი: ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთხოებისა და სტრატეგიული მეგობრობის ღირსეული პარტნიორი
"ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები მაგალითია იმისა, რომ ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთხოებისა და სტრატეგიული მეგობრობის ღირსეული პარტნორი",-ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონიალზე გააკეთა. "ეს წვრთნა არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთოხების, საერთაშორისო მშვიდობისა და სტრატეგიული მეგობრობის ერთგული და ღირსეული პარტნიორი",-განაცხადა თინა ხიდაშელმა. სწავლება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 11 მაისს დაიწყო, დღეს კი, ოფიციალურად დაიხურა. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ჩატარდა და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF- ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. წვრთნაში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითა იყო წარმოდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)