07:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 12:30:32, 1792 ნახვა

კომენტარი
მშვენიერაძე „აიისას“ დაჯარიმებაზე: ეს არის დაბრუნება შუა საუკუნის ინკვიზიციაში

კომპანია "აიისას" უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წართმევად აფასებს.

როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, საქართველოში კონსტიტუციური უფლება ფარატინა ქაღალდად არის ქცეული.

"ეს არის დაბრუნება შუა საუკუნის ინკვიზიციაში, რომელსაც დღეს საქართველოს სახელით გვაცნობს თბილისის საქალაქო სასამართლო. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებები ნელნელა იქცევა ფარატინა ქაღალდად და ბატონობას იწყებს უმრავლესობის ან საზოგადოების გარკვეული ნაწილის ნება, მორალის, ზნეობის და ღირსების სახელით. ისინი გვართმევენ ადამიანებს ფუნდამენტურ უფლებებს. ამაზე საშიში პრეცედენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არ ყოფილა", - განაცხადა მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე თბილისის მერია „აიისას" წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ „აიისას“ მიერ, პრეზერვატივებზე თამარ მეფის გამოსახულების და ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის აღბეჭდვა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს. კომპანია 500 ლარით დაჯარიმდა და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მიეცა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics