05:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 15:07:44, 1400 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: პრეზიდენტისთვის დებატების შეთავაზება იაფფასიანი პოლიტიკური პიარია

„ქართული ოცენბის“ მხრიდან დებატების შეთავაზება იაფფასიანი პოლიტიკური პიარია, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავჯდომარე გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, პრეზიდენტთან სატელევიზიო დებატების თაობაზე.

როგორც მან აღნიშნა, დებატების წინააღმდეგი არ არის და მასში „ევროპული საქართველოც“ მიიღებს მონაწიელობას.

„ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან იაფფასიანი პიარის მცდელობაა. დებატის წინააღმდეგები არ ვართ, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს გუშინდელ ვითომ „პრინციპულობას“ ვერ გაამართლებს. მათ შეეძლოთ საღი აზრის ფარგლებში ცვლილებები მიეღოთ და დაეთმოთ პრეზიდენტისთვის, მაგრამ გამოიჩინეს რაღაც პოლიტიკური ღირსება, რაც სხვა დროს ავიწყდებათ ხოლმე. პრინციპულობაა საჭირო როცა მინისტრები რეგლამენტს არღვევენ და პარლამენტს შეურაცხყოფას აყენებენ. ამას უმრავლესობაში ითმენენ და სრულ უთავმოყვარეობას ავლენენ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატს სთავაზობს. შეთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics