|
2018-05-03 12:07:13, 1305 ნახვა
კომენტარი
პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, საქველმოქმედო სპორტულ მარათონში -WINGS FOR LIFE მონაწილეობა მიიღონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქველმოქმედო სპორტულ მარათონს - WINGS FOR LIFE გამოეხმაურა და ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „6 მაისს იმართება მსოფლიო მარათონი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მოგეხსენებათ, რომ არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენც ჩავერთვებით ამ მსოფლიო მარათონში, რომელსაც ჰქვია WINGS FOR LIFE, ანუ ფრთები სიცოცხლისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. მარათონი სტარტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთდროულად 200-ზე მეტ ლოკაციაზე აიღებს. შარშანდელის მსგავსად, მარათონს წელსაც კახეთი უმასპინძლებს. „ასე რომ, მოგიწოდებთ სურვილის მიხედვით მიიღოთ მონაწილეობა ამ მარათონში. მნიშვნელოვანია, რომ პირადი მაგალითით მივცეთ მეტი სტიმული ჩვენს მოქალაქეებს, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდნენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)