|
2018-05-02 10:23:57, 1963 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად არ აირჩია
სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად არ აირჩია. ფაშინიანის კანდიდატურას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 55 წინააღმდეგი იყო. პრემიერის თანამდებობაზე ასარჩევად ფაშინიანს სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კენჭისყრის დასრულებისთანავე ის ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გავიდა, სადაც მას რამდენიმე ათეული ათასი მხარდამჭერი დახვდა. სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა მხარდამჭერებს ქუჩების გადაკეტვისკენ და აეროპორტის ბლოკირებისკენ მოუწოდა. დილიდან, მხარდამჭერებმა აეროპორტის გზის ბლოკირება დაიწყეს. განმეორებითი კენჭისყრა ერთ კვირაში უნდა გაიმართოს. თუ პრემიერის არჩევა მაშინაც ვერ მოხერხდება, 40-დღიან ვადაში პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი, ნიკო ფაშინიანის კანდიდატურა იყო წარდგენილი. კანონმდებლობით შესაძლებელია, განმეორებითი კენჭისყრის დროს სხვა კანდიდატებიც დასახელდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)