02:28 - 26 Jun, 2026
|
2018-05-01 17:03:05, 2438 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ალპებში უამინდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთის ალპებში უამინდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით, აროლაში მოხდა. გარდაცვლილთა შორის შვიდი მოთხილამურეა, ორი მთამსვლელი და ერთი გიდი. ისინი სხვადასხვა ინციდენტის დროს დაიღუპნენ. მსხვერპლთა ნაწილი მოთხილამურეთა 14 კაციან ჯგუფში შედიოდა, რომლებმაც საბაგირომდე ვერ მიაღწიეს. მედიის ცნობით, მაშველები კიდევ ორ დაკარგულს, 21 და 22 წლის ტურისტებს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები იტალიიდან და გერმანიიდან არიან. ალპებში ბოლო დღეებში ძლიერი ქარბუქი და უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რასაც ზვავის ჩამოწოლა მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)