|
2018-04-29 11:43:16, 2871 ნახვა
მსოფლიო
ჟან კლოდ იუნკერი: ევროპის უსაფრთხოების დაცვა რუსეთის გარეშე შეუძლებელია
ჩვენ უნდა ვისწავლოთ რუსეთთან თანასწორუფლებიანი საუბარი- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა. მისის თქმით ევროპის უსაფრთხოების დაცვა რუსეთის გარეშე შეუძლებელია. ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროპამ უნდა აღადგინოს კონტაქტი რუსეთთან და დაივიწყოს „ცივი ომის“ დროინდელი რიტორიკა. „ჩვენ უნდა ვისწავლოთ რუსეთთან თანასწორუფლებიანი საუბარი. ჩვენ, ევროპელებს, ხანდახან გვგონია, რომ მთელი სამყაროს მმართველები ვართ. გვავიწყდება, რომ დიდი სამყაროს პატარა ნაწილი ვართ. ჩვენ ვკარგავთ ეკონომიკურ სიძლიერეს. დემოგრაფიული დანაკარგიც სახეზეა. დედამიწის სხვა ნაწილს ყური უნდა დავუგდოთ“, – განაცხადა იუნკერმა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფაქტორის უგულებელყოფა შეუძლებელია. „ჩემი მეგობარი ვლადიმირ პუტინი – ჩვენ წლებია ვმეგობრობდით, მიუხედავად იმისა რომ დღეს პუტინის მეგობრად მოხსენიება არ შეიძლება – ძალიან შეწუხებული იყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რომელშიც მან რუსეთი რეგიონულ მოთამაშედ მოიხსენია. ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)