|
2018-04-29 10:58:17, 2148 ნახვა
მსოფლიო
მალიში აფეთქებების სერიას 40 ადამიანი ემსხვერპლა
მალიში აფეთქებების სერიას 40 ადამიანი ემსხვერპლა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ორი თავდასხმა მენაკას რაიონში მოხდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ჯიჰადისტები ორ სოფელს თავს დაესხნენ და სულ მცირე, 40 მოქალაქე დახოცეს. მათი უმრავლესობა ახალგაზრდა მამაკაცია. ისინი ტუარეგთა ტომის წევრები იყვნენ. მენაკას რეგიონში, რომელიც მალისა და ნიგერიის საზღვარზე მდებარეობს, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯგუფის წევრები მოქმედებენ. მალიში არეულობა 2012 წელს ტუარეგთა ტომის ამბოხით დაიწყო და სამოქალაქო ომში გადაიზარდა, ამით ტერორისტებმა ისარგებლეს და ქვეყნის ნაწილი დაიკავეს. 2013 წელს მალიში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ფრანგი ჯარისკაცები და გაერო-ს მშვიდობისმყოფელებიც რჩებიან, ვითარების დარეგულირება ამ დრომდე, ვერ ხერხდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)