19:39 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 10:04:57, 1598 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობასა და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ანაკლიის სასტუმრო „პალმ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობისის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“  აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული თემის წამომადგენლებისათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობისა და მათი ეფექტურად გამოყენების გზით ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. ასევე დევნილთა მხარდასაჭერად და მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და ნორმების სრული დაცვით ერთობლივი და თანამონაწილეობითი პროექტების განხორციელებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics