|
2018-04-27 13:38:28, 2119 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი: თუ პრემიერ-მინისტრად მე არ დამნიშნავენ, ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს
ოპოიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან კარენ კარაპეტიანთან არ შედგა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს უნდა გამართულიყო. კარენ კარაპეტიანმა შეხვედრის ჩაშლის მიზეზად მოლაპარაკებების უპერსპექტივობა დაასახელა. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა კარაპეტიანს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. "მან თანამდებობა უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვადამდელ არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ. გარდა ამისა, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების ბლოკირებას მოვახდენთ. ამასთან, ოპოზიცია არ გამოუცხადებს ბოიკოტს ამ არჩევნებს, თუ პრემიერად მე დამნიშნავენ. თუ ასე არ მოხდება, მაშინ სომხეთში პრემიერს საერთოდ არ აირჩევენ", - განაცხადა ფაშინიანმა. ცნობისთვის, 25 აპრილს ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)