18:26 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 11:42:39, 1780 ნახვა

საზოგადოება
ლონდონში ქართული ღვინო წარადგინეს

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში პრესისა და ღვინის ინდუსტრიის  წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია („Press and Trade Tour“) გაიმართა. 

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Swirl Wine Group“-ის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო და მასზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების კლასიკური და ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები.
ქართული ღვინის წარდგენას დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.
ამავე ღონისძიების ფარგლებში კომერციული პირებისთვის  (ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, რესტორნების ქსელების წარმომადგენლები) ქართული ღვინის სემინარი  (“How Georgian Wines can revolutionise your wine list”) გაიმართა, რომელსაც „Swirl Wine Group“-ის წარმომადგენლები, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი და ღვინის მწერალი რობერტ ჯოზეფი უძღვებოდნენ. აქვე  სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციაც მოეწყო.

ლონდონში ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.  მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 38 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 98%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics