00:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 16:14:43, 1620 ნახვა

კომენტარი
მოგერინი: ევროკავშირი სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს

ევროკავშირი სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ  გაეროსა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ჰუმანიტარული დახმარება აუცილებლობაა და არა ერთ-ერთი შესაძლებლობა.

მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ  ევროკავშირმა უკვე გამოყო 11 მილიარდ ევროზე მეტი სირიის მოსახლეობისა და დევნილების დასახმარებლად.

„ევროკავშირი სირიაში პოლიტიკური პროცესის დაწყებამდე ქვეყნის აღდგენას ხელს არ შეუწყობს, თუმცა ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ერთიან, მშვიდობიან სირიას, რომელიც პოლიტიკური რეგულირების გზით ივლის“,- აღნიშნა მოგერინიმ.

ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმება არ უნდა შეიცვალოს. მოგერინის თქმით, არსებული შეთანხმების ფარგლებში, ოფიციალური თეირანი პირობებს ასრულებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics