18:24 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 13:47:53, 1739 ნახვა

საზოგადოება
„აგარის შაქრის“ თანამშრომლები 1 მაისიდან ხელფასს მიიღებენ

კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლები 1 მაისიდან ხელფასს მიიღებენ, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროფესიული კავშირებიდან აცნობეს.

როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი მაისიდან ქარხანაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება.

"რამენიმე წუთის წინ აგარის ქარხნის ხელმძღვანელების, პროფკავშირების და ბიზნეს ომბუდსმენის შეხვედრა დასრულდა. შეთანხმების თანახმად - 1 მაისიდან კომანია აგარის ქარხანაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება, ისინი ვინც აღნიშნულ საქმეზე დაკავდებიან ხელფასს სრული ოდენობით მიიღებენ, სხვები კი ქარხნის სრულ დატვირთვამდე, რასაც შესაძლოა ერთი თვე დასჭირდეს, ავანსის სახით ნახევარი თვის კომპენსაციას. გეგმა მოქმედებს 31 დეკემბრამდე, წლის ბოლომდე ქარხნის მეპატრონემ უნდა დადოს საწარმოს დატვირთვის და შეუჩერებლად მუშაობის გრძელვადიანი პროექტი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია აგარის შაქრის თანამშრომლები 6 თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ, ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას ითხოვდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics