|
2018-04-23 13:51:32, 1772 ნახვა
კომენტარი
ცინცაძე ერევნის მოვლენებზე: აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს და სარგსიანს დათმობაზე წასვლა მოუწევს
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ერევანში მიმდინარე პროცესები ხელისუფლების შეცვლას არ გამოიწვევს. თუმცა, როგორც ცინცაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, აქციები გარკვეულ შედეგეს აუცილებლად გამოიღებს და სომხეთის პრემიერს დათმობებზე წასვლა მოუწევს. „რითაც არ უნდა დასრულდეს ერევნის მოვლენები, ის კვალს დატოვებს. თუნდაც დარჩეს სერჟ სარგისიანი პრემიერად, ის იძულებული გახდება, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები თუ არა, კორუპციის წინააღმდეგ რამე მოქმედებები ჩაატაროს“, - განაცხადა ცინცაძემ. ექსპერტმა, სარგსიანის პოზიციების შესაძლო დათმობა, სომხეთის ახალგაზრდების პოლიტიკურ აქტიურობას მიაწერა. მისი განმარტებით, ერევანის ახალგაზრდობას ჯერ კიდევ შემორჩა პროტესტის გრძნობა. ”წელიწადნახევრის წინ, როდესაც ტარიფები გაიზარდა, ასიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ერევანის საზოგაოდება პოლიტიკური თვალსაზრისით, გაცილებით აქტუალური და აქტიურია. სომხები ახლა ძირითადად კორუპციისა და ხელისუფლების თავგასულობის წინააღმდეგ გამოდიან, თუმცა წელიწადნახევრის წინ ტარიფების გაზრდის დროს მთელი მოსახლეობა სამი დღე ყურზე იდგა“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ. კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს აქციები სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე - სოსო ცინცაძემ განმარტა, რომ საგარეო ცვლილებები გამორიცხულია იმ ფონზე, როცა სომხეთ–აზერბაიჯანული ფართომასშტაბიანი კონფლიქტი არსებობს. "რუსეთი მშვიდად არის და გიუმრიში მისი სამხედრო ბაზის ყოფნას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თვითონ მომიტინგეებიც კი, ფრთხილად ეკიდებიან რუსეთის თემას. თუმცა რუსული პრესა ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ისარგებლოს შიდა დაძაბულობით და იერიში განახორციელოს. აზერბაიჯანის არმია თავს იყრის სომხეთის საზღვართან, ეს იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა ალიევმა შიდა პროტესტები რევანშისათვის გამოიყენოს", - აღნიშნავს ექსპერტი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდება. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ–მინისტრად სერჟ სარგისიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგისიანი 17 აპრილს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
სალომე უბირია
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)