12:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 11:16:16, 649 ნახვა

რეგიონი
ქვემო ქართლში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს  დაეთმო. აღინიშნა, რომ პროცესში სამინისტროს ყველა უწყება თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად კოორდინირებულად იქნება ჩართული ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გასატარებელ ღონისძიებებში.

„დღეს, პირველი გამოწვევა არის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით აუცილებელია, მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც გუბერნიასთან, ასევე მუნიციპალიტეტის მერებთან. მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამსახურების სრული კოორდინაცია. სწორედ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების დეტალები განვიხილეთ. ასევე საუბარი შეეხო სხვა საკითხებსაც, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებობს.“ - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, საქართველოს მელიორაციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტების ერთობლივი სამუშაოების გააქტიურების აუცილებლობაზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics