03:45 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 21:48:46, 2211 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა სან-დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს მთავრობის ხედვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ წარუდგინა. 

"ეს ჩემი მეორე შეხვედრაა სტუდენტებთან. ასეთი შეხვედრების ძირითადი ამოცანაა მთავრობის გადაწყვეტილებების რეალურ ცხოვრებაზე ასახვის შესახებ საუბარი. კერძოდ, რა გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება, რატომ და რეალურად როგორ აისახება ისინი შემდეგ ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაზე," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ, პირველმა ვიცეპრემიერმა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის.კორპორაციის დირექტორი საქართველოში ჯენერ ედელმანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics