00:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 16:28:59, 1719 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს.

მისი თქმით, ჯერჯერობით კანდიდატის დასახელება ნაადრევია და ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები გაიმართა.

„ჯერჯერობით კანდიდატის დასახელება არის ნაადრევი, სავარაუდოდ ზაფხულის მეორე ნახევარში, სადღაც, ივლისში, აგვისტოში დასახელდება ჩვენს მიერ უკვე ოფიციალურად პრეზიდენტობის კანდიდატი.

მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. კონსულტაციებსაც ვერ დავარქმევ ამას, რა მსჯელობაც ჩვენ გვქონდა აქამდე.

გაგრძელდება, რა თქმა უნდა, განხილვები და ამის საფუძველზე ჩვენ შევჯერდებით საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics