15:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 13:04:44, 1420 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ჯოს დოუმასთან შეხვედრაზე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯოს დოუმას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა გაერთიანებული სამინისტროს ფარგლებში დაგეგმილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტებზე. მინისტრმა ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ პროექტების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან დავითაშვილმა ელჩს მსხვილი სასათბურე კლასტერის პროექტი გააცნო, რომელიც  სახელმწიფოს მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას ითვალისწინებს. მინისტრმა ასევე ნიდერლანდების სამეფოში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის  ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტსაც.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics