00:58 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 18:35:45, 1842 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი: საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის მიღებაზე იმსჯელებს

დანიის დედაქალაქში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უძღვებოდა.

სხდომაზე ბიუროს წევრებმა სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ორგანიზაციის მომავალი წლის ბიუჯეტი, იტალიის, რუსეთის ფედერაციის და აზერბაიჯანის რეპუბლიკაში გამართული არჩევნები და სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები მოისმინეს. ბიუროს წევრები კომიტეტის მომხსენებლების და სპეციალური წარმომადგენლების ანგარიშებსაც გაეცნენ.

ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა აუცილებლად იმსჯელებს რეზოლუციის მიღების თაობაზე, სადაც საქართველოს საკითხები აისახება.

„10 წელი ხდება საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ და სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე ვითარებაა", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბიუროს წევრებს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის" შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გააცნო და აღნიშნა, რომ მომხდარი მკვლელობების გამო ჯერაც არავინ დასჯილა, რაც თავის მხრივ, ნეგატიურ ტენდენციას წარმოადგენს. მისივე განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის, ეუთო საპარლამენტო ასამბლეა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას გამართავს, რათა მომავალში პრევენციული ღონისძიებები გატარდეს და მსგავს დანაშაულთან დაკავშირებული პირები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე განხილულ საკითხებზე, შესაბამის რეზოლუციებს, ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებაზე მიიღებს, რომელიც 7-11 ივლისს ბერლინში გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics