13:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 10:50:34, 1586 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

ნოტარიუსთა პალატის პროექტი „პროფესია ნოტარიუსი“ გრძელდება. პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ამჯერად ივ. ჯავახიშვლის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და ნოტარიუსის პროფესიის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

მარიკა გოგოლაძე სტუდენტებს ნოტარიატის ისტორიაზე, მის განვითარების ეტაპებსა და   ნოტარიუსის პროფესიისადმი წვდომის საკითხებზე ესაუბრა. ასევე, მომავალ იურისტებს პალატის თავმჯდომარემ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.

 სტუდენტურ წრებთან თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს მათი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.

სტუდენტური პროექტების ინიცირება ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პალატის წარმომადგენლები ხშირად მართავენ საჯარო ლექციებს და აწყობენ შეხვედრებს სტუდენტებთან, ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას. დაგეგმილია ლექციების წაკითხვა საქართველოს და დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტებში.

ნოტარიუსთა პალატაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდა ნოტარიუსების პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული. ასევე, მოქმედებს სტაჟირების კურსები ნოტარიუსთა თანაშემწეთათვის. ინტენსიური თეორიული სწავლებისა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკის შემდეგ, წარმატებული სტაჟიორები სანოტარო ბიუროებში საქმდებიან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics