|
2018-04-16 17:18:53, 2035 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის, მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს
დღეს, ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ნათლად დავაფიქსირეთ, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის საქართველოს მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მე არაერთხელ განვაცხადე, რომ არსებობს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებზე საჭიროა პასუხების მიღება. საფინანსო სექტორის ადეკვატური ჩართულობა მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისების, სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის საკეთილდღეოდ, არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან პრინციპული და საგნობრივი საუბარი. მეორე პრობლემა, რომელზეც გვქონდა კომუნიკაცია, შეეხება ჭარბვალიანობის პრობლემას ჩვენს მოსახლეობაში. აქაც, საბანკო სექტორს აქვს საშუალება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ამ კუთხით. ჭარბვალიანობა, ზოგადად, კომპლექსური პრობლემაა და მას სჭირდება სისტემური მიდგომა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი შეხვედრები იქნება სისტემური ხასიათის, დაახლოებით, სამ კვირაში, ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც იმედს ვიტოვებ, რომ ამ შეკითხვებზე მივიღებთ შესაბამის პასუხებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)