19:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 15:18:06, 2143 ნახვა

მსოფლიო
ასადი: საერთაშორისო კოალიციის აგრესია სირიის და სირიელი ხალხის სიმტკიცეს უფრო მეტად გაზრდის

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, საერთაშორისო კოალიციის მიერ განხოციელებული აგრესია სირიის და სირიელი ხალხის სიმტკიცეს უფრო მეტად გაზრდის.

შესაბამისი განცხადება ასადმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"ეს აგრესია სირიის და სირიელი ხალხის სიმტკიცეს უფრო მეტად გაზრდის, რათა იბრძოლონ და დაუპირისპირდნენ ტერორიზმს ქვეყნის ყველა კუთხეში.  სირია და სირიელი ხალხი ტერორიზმთან საბრძოლველად ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს", - წერს ასადი.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics