|
2018-04-12 11:00:55, 1766 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ წყალქვეშა ნავები გაგზავნა
ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ წყალქვეშა ნავები გაგზავნა, - ამის შესახებ The Sydney Morning Herald იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გასცა. მედიის ცნობით, ტერეზა მეის არ აქვს გადაწყვეტილი განახორციელებს თუ არა ბრიტანეთი სირიის მიმართულებით სარაკეტო დარტყმებს. პრემიერმა არ იცის შეუერთდება თუ არა ის აშშ-ს და საფრანგეთს, თუმცა მას სურს, სრულ მზადყოფნაში იყოს. ამასთან, ტერეზა მეიმ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, მინისტრები სააღდგომო შვებულებიდან დააბრუნა და საგანგებო სხდომა ჩაატარა. "ჩვენ გავგზავნეთ წყალქვეშა ფლოტი. თუ რაიმე ქმდება განხორციელდება, ეს მოხდება ორშაბათამდე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ზადყოფნაში უნდა ვიყოთ", - აცხადებს გამოცემის წყარო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დღეს რუსეთი გააფრთხილა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. ამის შემდეგ, გამოცემა Figaro-მ დაწერა, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, საფრანგეთი ამას არა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ფრანგული ბაზებიდან, არამედ საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს, ხოლო ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თუ ირანელები სირიის ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ იმოქმედებენ, ბაშარ ასადი და მისი რეჟიმი პასუხს აგებს. შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს. ამასთან, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის პასუხი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)