17:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 10:25:29, 1986 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის რეზოლუციას ვეტო დაადო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმის საქმის გამოძიებას შეეხებოდა, ვეტო დაადო.

 Reuters- ის ცნობით, რეზოლუციის მისაღებად, სულ მცირე ცხრა ხმა იყო საჭირო, თუმცა მის სასარგებლოდ ხმა მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ მისცა. რეზოლუციის წინააღმდეგ  7  ქვეყანა წავიდა, ხოლო ორმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ხუთ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს, რომლის გამოყენებაც მათ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ რეზოლუცია სულ მცირე ცხრა ხმას დააგროვებს.

გაერო-სა და აშშ-ის რეზოლუციები სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმას ადასტურებს და დამნაშავის გამოსავლენად ხელახალი გამოძიების დაწყებას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics