15:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 21:41:21, 2228 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლის საავადმყოფოში ხანძარი ლოკალიზებულია

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" გუბერნატორზე ვასიპ შაჰინზე დაყრდნობით იუწყება.

„ყველაზე მთავარია, რომ წინასწარი ინფორმაციით, არავინ გარდაცვლილა. ამის მიუხედავად, განვაგრძობთ ინფორმაციის გადამოწმებას საავადმყოფოში მყოფი ადამიანების შესახებ. პაციენტების უმეტესობამ შენობა თვითონ დატოვა. რეანიმაციებიდან მძიმე ავადმყოფების ევაკუაცია ექიმებმა და მაშველებმა განახორციელეს. ისინი ახლა უსაფრთხოდ არიან. 70 ადამიანი სასწრაფო დახმარების მანქანებმა სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ხანძარი სრულიად ჩამქრალია. ხანძრის მიზეზი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics