|
2015-05-21 12:40:23, 1214 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსის მოადგილე მაიორი ჯონათან დრეიკი მედლით - „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა. თავდაცვის მინისტრმა მაიორ ჯონათან დრეიკს ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხებში შეტანილი მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. მაიორმა ჯონათან დრეიკმა როტაციის ვადის ამოწურვის გამო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობა დაასრულა. დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)