17:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 10:00:23, 2054 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავის მოქალაქეებს რუსეთში მგზავრობისას სიფრხილისკენ მოუწოდებს

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს, რუსეთში მგზავრობისას ქვეყანაში არსებული ანტიდასავლური განწყობების გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს. - ამის შესახებ ინფორმაციას  ავსტრალიის საგარეო უწყების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტურისტებს მოუწოდებს, თავი აარიდონ იმ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და ასევე, არ ჩაერთონ პოლიტიკის შესახებ დისკუსიებში.

„პოლიტიკური დაძაბულობის გაძლიერების გათვალისწინებით, თქვენ უნდა უფრთხილდეთ ანტიდასავლური განწყობების ან დევნის გამოვლინებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის  მოქალაქეებს, ჩრდილოეთ კავკასიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ასევე, უწყება აცხადებს, რომ იმ რუსმა დიპლომატებმა , რომლებიც ქვეყანაში იმყოფებოდნენ, ავსტრალია უკვე დატოვეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics