15:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 14:53:53, 1328 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: თუ როგორ უნდა იქნას ეკონომიკური თვალსაზრისით ათვისებული თბილისის სივრცე, ეს გათვლები განსაკუთრებით ხარვეზსს წარმოადგენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა  სხვადასხვა ფორმატში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის განხილვებს. 

"გუშინდელმა გვაჩვენა, რომ მოტივაცია მათი  მონაწილეობის არ არის რეალურად მოსაზრებების გამოთქმა, არამედ  არის პოლიტიკური კარნავალის დადგმა . მომავალშიც ექნებათ ამის შესაძლებლობა და უმჯობესი იქნება უფრო საქმიან დისკუსიაში შევიდნენ", - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, დოკუმენტში რამდენიმე ხარვეზია.

"ზოგადად გენ გეგმის პროექტს რაც შეეხება, მე გაცნობილი ვარ დოკუმეტზე მუშაობა როცა დაიწყო   მაშინ საკრებულოს წევრი ვიყავი,  ამიტომ ვიცი რა ხარვეზებია ამასთან დაკავშირებით . განასკუთრებით გამოვყოფდი ერთ ხარვეზს,  გენ გეგმა არ არის მხოლოდ და მხოლოდ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, სად რა უნდა გაშენდეს და  სად სკვერი უნდა იყოს , დოკუმენტს აქვს სოციალური განზომილება, ეკონომიკური განზომილება  და სწორედ ეს გათვლები, თუ როგორ უნდა იქნას ზოგადად ეკონომიკური თვალსაზრისით  ათვისებული თბილისის სივრცე, ეს გათვლები წარმოადგენს განსაკუთრებით ხარვეზსს . სწორედ ჩემი აქცენტი გაკეთდება ამ საკითხზე",-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics