|
2018-03-27 11:41:57, 1481 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ხელისუფლების ნაბიჯები შედეგს გამოიღებს და ჩვენ შევძლებთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ხვალ 1 წელი სრულდება. აღნიშნულ თარიღს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ გამოეხმაურა. პრემიერმა პარტნიორებსა და ევროკავშირს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებისთვის. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეული მოქალაქე ამ უდიდეს მონაპოვარს გაუფრთხილდეს: „რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ეს საკითხი ძალიან აქტუალური იყო გასული დღეების განმავლობაში. ხვალ, 28 მარტს, 1 წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან, ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ამავე დროს ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაყი ვართ იმით, რომ საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის, შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მიმართ და უდიდესი ნდობის გამოხატულება. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შესძლებლობით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს , რომლებმაც ეს ნაბიჯი გადმოდგეს ჩვენს მიმართ. ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ის ნაბიჯები, რომელსაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა, რა თქმა უნდა, გადაუდებლად გამოიღებს იმ შედეგს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ ძალიან დიდ მონაპოვარს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)