19:59 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 13:56:45, 1320 ნახვა

საზოგადოება
ოქროყანაში სამისამართე აბრების დამონტაჟება მიმდინარეობს

ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე, სამისამართე აბრების განთავსება მიმდინარეობს. ქუჩის  სახელწოდებისა დ ა ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების დამონტაჟების სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.  სამისამართე აბრები ოქროყანაში არსებულ ყველა  ქუჩაზე დამონტაჟდება.

„დავიწყეთ ქუჩების დამისამართება მთელი ქალაქის მასშტაბით. პირველ ეტაპზე, განხორციელდება შემოერთებული ტერიტორიების დამისამართება. ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზოგადად, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან სასწრაფოს, სახანძროს, პატრულის გამოძახების შემთხვევაში, კონკრეტულ ლოკაციაზე დროულად მისვლა ძალიან რთულდება. ცუდია, როდესაც  განვითარებულ ქალაქებში სამისამართე აბრები არ არის და ნებისმიერ გამვლელ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, გაიგოს, ზუსტად სად, რომელ ქუჩაზე იმყოფება. ჩვენ ქალაქში აღნიშნულ პრობლემას მოვაგვარებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აბრების დამონტაჟების თხოვნით, თბილისის მერიასა და საკრებულოს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.  ოქროყანაში სამისამართე აბრის გარეშე 30-მდე ქუჩა, ჩიხი და შესახვევი იყო. სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებას დედაქალაქის მასშტაბით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. აბრების მოსაწყობად, ბიუჯეტიდან 500 000 ლარია გამოყოფილი.  

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics