10:59 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 13:11:56, 2336 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთმა კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა

ესპანეთმა ფინეთისგან კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის ექსტრადირება მოითხოვა, - ამის შესახებ STT იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფინეთის პოლიციასა და ოფიციალურ მადრიდს შორის ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს.

"ეროვნული საგამოძიებო ბიურო აცხადებს, რომ ესპანეთი ფინეთისგან თავისი მოქალაქის ექსტრადირებას ითხოვს, რომელიც ამ ეტაპზე ფინეთს სტუმრობს. პოლიციამ აღნიშნული მოთხოვნა პროკურორს გადასცა და ესპანეთის ხელისუფლებასთან ინფორმაციის გაცვლა დაიწყო", - ნათქვამია ფინეთის პოლიციის განცხადებაში.

ფინეთის პოლიციის ინსპექტორის ჰანა კაუტოს განცხადებით, პუჩდემონის დაკავების შემთხვევაში პროკურატურაში საქმის განხილვა დაიწყება.

ცნობისთვის, გუშინ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ პაბლო ლიარენამ კარლეს პუჩდემონის და მისი ყოფილი მრჩევლების დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუჩდემონი ფინეთში 22 მარტს, შვედეთიდან ჩავიდა. ის ქვეყნის დატოვებას დღეს აპირებდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics