21:16 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 16:41:29, 1760 ნახვა

პოლიტიკა
გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა პირველი მოსმენისას ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო

გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტის მხრიდან უარყოფილია. საქართველოს  ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ  პირველი მოსმენით განხილვისას მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი  ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით  განიხილავს.

კერძოდ,  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით,  საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ.

კობახიძის განმარტებით, კვოტირების საფუძველზე სულ მცირე 25%-ით უნდა გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში მომდევნო არჩევნებისათვის, ხოლო იმის შემდგომი არჩევნებისათვის-33 %-მდე,

„პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს, იყო გარკვეული წინააღმდეგობა  დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც  ვერ შედგა შეთანხმება, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ. პრინციპი იქნება იგივე- 25% იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში  და

რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს,  უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 1/3-ის წარმომადგენლობა. უმრავლესობისგან იქნება ინიცირებული ასეთი კანონპროექტი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics