17:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 19:28:13, 1524 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტის ჯილდოს მიღება მიულოცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ  ქართველ პოეტს,  დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტის ჯილდოს - „სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის“ წოდების მიღება მიულოცა.  

ჯილდო დავით მაღრაძეს  საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე  იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ გადასცა.  
თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართველ პოეტს  წარმატებები უსურვა.  

„ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანი თავისი შრომით და რთული მუშაობით  აღწევს წარმატებებს. იტალია ჩემთვის მეორე სახლია და მე კარგად ვიცი, თუ რამდენად უყვართ მათ ქართველები და პატივს სცემენ ჩვენს მრავალფეროვან კულტურას.  ვულოცავ ბატონ დავითს ამ საპატიო ჯილდოს და წარმატებას ვუსურვებ. დავით მაღრაძე არის  ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანი, რომელიც თავისი შემოქმედებით და ღვაწლით ყოველთვის იდგა იქ, სადაც ეს ქვეყანას სჭირდებოდა“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას ქართველი მწერლები და პოეტები, ხელოვნების წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics