17:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 17:52:57, 1517 ნახვა

საზოგადოება
GIZ-თან ერთად ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე სამინისტროსა და GIZ-ის მიერ მომზადებული იმ საპროექტო წინადადების საკითხები განიხილეს, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდს (GCF) უნდა წარედგინოს.

განსახორციელებელი პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს კლიმატური ცვლილებების შერბილებას ტყეების მდგრადი მართვისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების გზით. 

სოლომონ პავლიაშვილმა ვრცლად ისაუბრა სატყეო სექტორში არსებულ გამოწვევებზე,  ტყის ახალი კოდექსის იმპლემენტაციაზე, რეგიონებში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე,  კლიმატის ცვლილების კონვენციაზე და ყურადღება იმ ვალდებულებებზე გაამახვილა, რომლებიც საქართველომ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების შესასრულებლად უნდა გაატაროს. 

აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით, იგეგმება ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა, ემისიების შემცირება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალი ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა. მხარეებმა  გეგმის მომზადებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. 

სამუშაო შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, GIZ-ის და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics