19:59 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 13:29:07, 1988 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე ლუკაშენკო თბილისშია

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თბილისში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ამ წუთებში დახვედრის ცერემონიისათვის მზადება მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, რის შემდეგაც პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი პირისპირ და გაფართოებული მოლაპარაკებებისას განიხილავენ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებს, მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში საქართველო - ბელარუსის ურთიერთობების დინამიკა მართლაც შთამბეჭდავია - გაიხსნა საელჩო, გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, სავაჭრო ბრუნვა, ინვესტიციები.

"ამ ვიზიტზეც იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებების ხელმოწერა, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო მეტ თავისუფალ გადაადგილებას, სავაჭო-ეკონომიკური თანამშრომლობის სატრანსპორტო გადაზიდვების უფრო მეტ ინტენსივობას.

ასე რომ, ეს ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის. ორი პრეზიდენტის მიერ სამი წლის წინ მიღწეული ყველა შეთანხმება სრულდება და ეს ყველაფერი განვითარდება კიდევ უფრო მაღალი ტემპით, რაც ნამდვილად სასიკეთოა ჩვენი ქვეყნისათვის", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიასთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრებენ. ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში, თბილისში მინსკის დღეები და საქართველო - ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics