|
2018-03-21 21:08:58, 1844 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის მიერ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას მიესალმება. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს კიდევ ერთი მექანიზმი გააჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მნიშვნელოვანი იყოს სწორედ ის, რომ აქ არ ყოფილიყო ერთპარტიული პოზიცია, არამედ ყოფილიყო მრავალპარტიული ერთობა. ეს ერთობა ასეთ საკითხებში მისაღწევია და მე მივესალმები, რომ ეს იქნა მიღწეული. თუმცა, არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს საბოლოო წერტილი ამ მიმართებით. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვაჩნია კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და მიმაჩნია, რომ საქართველომ ეს მექანიზმი უნდა გამოიყენოს. ეს არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სწორედაც რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ამ საკითხის წამოწევა და სარჩელის შეტანა. ასეთი თვალსაზრისით ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ერთ საერთაშორისო მექანიზმს, საერთაშორისო ბერკეტს იმისთვის, რომ სწორედ რუსეთი, როგორც ეფექტური ხელისუფლების განმახორციელებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იყოს ამ თემაში მოპასუხის როლში. ასევე იმ ფორუმებზე, რომელზეც ცდილობენ გარკვეულწილად შეინარჩუნონ ესა თუ ის სახე, იქაც ძაან ნათლად უნდა მიეთითოს, რომ მკვლელობები, რომელიც ხორციელდება იქ, სადაც მოახდინეს მათ ოკუპაცია და სადაც ისეთი სულისკვეთებაა, რომ ქართველის მოკვლა არ არის დასჯადი, ეს პასუხისმგებლობა მივიდეს სწორედ პოლიტიკურ და ასევე სამართლებრივ კონტექსტში რუსეთის ფედერაციამდე. მე ვფიქრობ, რომ ეს სარჩელი აუცილებლად უნდა მოამზადოს იუსტიციის სამინისტრომ“, - განაცხადა პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დღეს, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ" რეზოლუცია მიიღო.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)