12:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 21:21:56, 1625 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ენერგოეფექტურობის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა

„ძალიან მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის დანერგვა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მოიტანს", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემები ინვესტიციების და ბიზნესის ახალი შესაძლებლობები და ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე  ენერგოეფექტურობის მიმართულებით საქართველოს ვალდებულებები იყო.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელსაც ენერგოეფექტურობის დანერგვა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება მოიტანს.

„ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ მასალებს, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას როგორც მშენებლობაში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს დანაზოგების ზრდას", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს (KfW, EBRD, AFD) საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და საპილოტე პროექტების მხარდაჭერისთვის.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics