|
2018-03-19 20:11:51, 1615 ნახვა
კომენტარი
დავით მათიკაშვილი დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრევენციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შექმნას მიესალმება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მუშაობაც მიმართული იქნება დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრევენციისაკენ, მისასალმებელია. „შესაბამისად ჩემს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ბატონ კახა კუჭავას აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული ინიციატივა ემსახურება თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვას, აღნიშნულ საპილოტე პროექტში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ როგორც კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე თითოეულ მოქალაქეს. მსგავსი საკომიტეტო მოკვლევის მოდელის დანერგვა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას და მეორე მხრივ, საზოგადოების მეტ ჩართულობას იმისათვის, რომ ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო“,-აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)