13:54 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-18 12:47:17, 1721 ნახვა

საზოგადოება
მუხიანში ელექტროპანდუსი დამონტაჟდა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის მესამე მ/რ-ის N8 კორპუსის III სადარბაზოს შესასვლელის ადაპტაცია  განხორციელდა და ელექტროპანდუსი დამონტაჟდა.
აღნიშნულ მისამართზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი პირი ცხოვრობს. 

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან და თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, გიგა სოფრომაძესთან ერთად გაეცნო.

„მუხიანის მესამე მ/რ-ის N8 კორპუსში კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ, სადაც ელექტროპანდუსი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ეტლით მოსარგებლე ორი მოსწავლე ჰყავს. კორპუსის ადაპტირების შემდეგ კი, მოზარდებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც რა თქმა უნდა, მომავალშიც განვაგრძობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 35 500 ლარი გამოიყო.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics