07:43 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 16:19:59, 2416 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეო უწყება: რუსეთის საპასუხო ზომები ლონდონის პოზიციას არ შეცვლის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ მათი დიპლომატების გაძევებას ეხმაურება.

როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის საპასუხო ზომები ლონდონის პოზიციას არ შეცვლის.

„რუსეთის პასუხი არ ცვლის საქმის არსს - ბრიტანეთის ტერიტორიაზე 2 ადამიანის მკვლელობის მცდელობას. ამას მხოლოდ ერთი დასკვნა აქვს - პასუხისმგებელი რუსეთის სახელმწიფოა. რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და „კონვენციას ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს უთანხმოება რუს ხალხთან და კვლავ გვჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგის შეწყვეტა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა რუსეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და პასუხი აგოს საკუთარ ქმედებებზე“, - აღნიშნავენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics