12:40 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 09:34:30, 1362 ნახვა

საზოგადოება
კალაძე საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. 

მისი თქმით, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგება ავტომანქანებს დაზიანებისგან დაიცავს და ტრანსპორტის მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. 

„ძალიან ბევრი უკმაყოფილო მძღოლია, რადგან მოუწესრიგებელია ეს ინფრასტრქუტურა. ეს საკითხი  პირველ რიგში მოგვარდება იქ, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა გამართულია. ჩვენთან ერთად მუშაობს GWP,  სილქნეტი და მძღოლებს მალე ეს პრობლემა აღარ ექნებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგება დედაქალაქის მერიამ ერთი კვირის წინ დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესი საკომუნიკაციო ჭების სახურავების ასფალტის საფარის ნიშნულთან გათანაბრებას ითვალისწინებს. სამუშაოები ჩატარდება როგორც საკანალიზაციო, ასევე, სანიაღვრე ჭებზე. 

პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე: რუსთაველის გამზირზე, ჭავჭავაძის გამზირზე, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებზე, ასევე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

სამუშაოებს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორთან ერთად, რამდენიმე საკომუნიკაციო კომპანია აწარმოებს. რეაბილიტაციის პროცესი, დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე წლის ბოლომდე გასტანს. 

თბილისის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics