07:41 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 15:31:33, 1555 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: კვირიკაშვილის გარდა ძნელია მონახო მოქალაქე, რომელიც დაინახავს კონსტრუქციულ სივრცეს დამამცირებელ პასუხში

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან რუსეთს მიმართა გააკრიტიკა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, აღნიშნული განცხადება ქვეყნისთვსი ზიანის მომტანია. მისივე თქმით, ქვეყნის პრემიერ საკმარისი დიპპლომატიური გამოცდილება არ აქვს.

"დღეს ალბათ საქართველოში ბატონი კვირიკაშვილის გარდა ძნელი მოსანახია მოქალაქე, რომელიც გულრწფელად დაინახავს რაიმე კონსტრუქციულ სივრცეს იმ დამამცირებელ პასუხში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების პრესის დეპარტამენტმა გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს განცხადება მოუფიქრებელი და ზიანის მომტანია. ეს მარტო დამწყებ დიპლომატ, ბატონ კვირიკაშვილს შეუძლია. ის ორი თუ სამი თვე, რომელიც მან გაატარა საგარეო საქმეთა სამინისტროში სამწუხაროდ არ აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა, რომ შეიცვალოს ფორმატი, ბჭყალებში ამაღლდეს, უფრო მოქნილი გახდეს - არ არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, რომელსაც ყელზე ადგა ჟენევის ფორმატი", - განაცხადა პოლიტიკოსმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics