13:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 12:02:27, 1835 ნახვა

ეკონომიკა
პროექტს „დანერგე მომავალი“ ორი კომპონენტი - სუფრის ყურძენი და ფისტა ემატება

პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შედის.

კერძოდ, როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მას ემატება სუფრის ყურძნის წარმოებისა და ფისტას კულტურის თანადაფინასნების კომპონენტი:

„მოგეხსენებათ უკვე სამი წელია წარმატებით ხორციელდება ეს პროექტი. ეს გახლავთ მაღალპროდუქტიული სახილე ჯიშების განვითარება ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს. 4 ათას 700 ჰექტარზე  გაშენდა ახალი ბაღები საქართველოში. სახელმწიფო აფინანსებს, 70%-ს ნერგების საფასურს და ასევე წვეთოვან სარწყავ სისტემაზე არის 50% -იანი გრანტი გათვალისწინებული. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, თითოეული ადამიანისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაშია ჩართული და ამ მიმართულებით ჩვენ ვამატებთ 2 ახალ კულტურას, ეს გახლავთ სუფრის ყურძნის წარმოება, ეს არ არის ღვინისთვის განკუთვნილი ჯიშები, ასევე ფისტას კულტურა, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიოში ბაზრებზე, საქართველოში არის ფისტას წარმოების ძალიან კარგი შესაძლებლობა, სუფრის ყურძენი სამწუხაროდ ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, დღეს თითქმის მთლიანად იმპორტით შემოდის, მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ყურძნის ჯიშების წარმოება, ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ ამ მიმართულებით თანადაფინანსება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით და რა თქმა უნდ ადგილობრივი სასოფლიო-სამეურნეო პოტენციალის გასავითარებლად”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics