11:33 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 11:41:20, 1342 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის პროექტს დაამტკიცებს

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის გეგმას დაამტკიცებს.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტი დიდი მიტარბის გეგმაზომიერ განვითარებას ითვალისწინებს:

"საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, ეს არის დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის პროექტის დამტკიცება. წინა სხდომაზე დავამტკიცეთ ბაკურიანის ქალაქმშენებლობის გეგმა. დღეს გამოგვაქვს დიდი მიატრბის ანალოგიური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დიდი მიტარბის გეგმაზომიერ განვითარებას. აქ საუბარია, როგორც საცხოვრებელი ზონის განვითარებაზე, ასევე სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდაზე და ბაკურიანი-დიდი მიტარბის მთლიანი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებაზე. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გეგმა და ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყევლაზე თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად არა მხოლოდ ზამთრისთვის, ოთხი სეზონის კურორტად. აქ საუბარია იმაზე, რომ 5 000 საწოლი ადგილი განვითარდება დიდი მიტარბის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქ იქნება კვების ობიექტები, სარეკრეაციო სივრცე, ადმინისტრაციული შენობები, დიდი ინფრასტრუქტურა, დიდი სპორტული კომპლექსები, კინოთეატრები, ველოპარკები, განვითარდება ძირითადად ბაკურიანში და მთლიანობაში ერთი კომპლექსი იქნება ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი საქართველოში ტურიზმისათვის და ეს განვითარება მოიტანს ბაკურიანსა და დიდი მიტარბში, 100 კილომეტრის რადიუსის ზონაში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics