18:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 12:20:57, 2159 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: მზაობა არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერი ჟენევის დისკუსიების მომდევნო შეხვედრას დაესწრება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდში მონაწილეობა მიიღოს. 

თუმცა, მინისტრის განმარტებით, პრემიერი ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. 

"ჩვენი ამოცანაა, ერთის მხრივ რუსეთთან მიმართებაში, რომელიც არის ჩვენი კონფლიქტის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ჟენევის ფორმატში მასთან პროგრესს მივაღწიოთ, ხოლო მეორეს მხრივ, გვქონდეს შესაძლებლობა, განვავითაროთ აფხაზეთისა და ოსეთის საზოგადოებასთან დიალოგი, რომელიც ნდობის მშენებლობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. იყო საუბარი მზაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრი მორიგ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გიორგი კვირიკაშვილი მომდევნო შეხვედრას დაესწრება. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და მზაობა მეორე მხრიდან და ასევე მომზადებაც. ჩვენი მხრიდან ვადასტურებთ მზაობას, რომ ჟენევის ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა, ეს ფორმატი გახდეს უფრო კონსტრუქციული და მის შედეგად კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით პროგრესი იყოს მიღწეული“, - განაცხადა ციხელაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics