11:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 18:06:40, 1518 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და  სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის გზები სხვადასხვა სამართლებრივი რეფორმის  გზაზე.

სხვებს შორის საუბარი შეეხო ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და რომელიც პარლამენტს მას შემდეგ გადაეგზავნება, რაც საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს; კერძოდ, კონსტიტუციის მე-18 მუხლის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაზუსტებისთანავე გზა გაეხსნება ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიღებას.

„მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტზე კონსულტაციები, პირველ რიგში, ახალ ომბუდსმენთან იმართება, რის შემდეგაც კონსულტაციებს სახელმწიფო სტრუქტურებთან გავმართავთ; მომდევნო რაუნდი კი, ინფორმაციის თავისუფლების თემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორთან შედგება", − განაცხადა მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
Axios: გარდაცვალებამდე ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებდა
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics